იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ გამართული საპროტესტო აქცია, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პროტესტის მონაწილეები ღაზაში ომის დასრულებას და "ჰამასის" ტყვეობიდან ისრაელელი მძევლების დაბრუნებას ითხოვდნენ. ოფიციალურ მიმართვაში ბენიამინ ნეთანიაჰუმ აქციის მონაწილეები "ფაშისტური მილიციის" წევრებს შეადარა და განაცხადა, რომ დემონსტრანტები მას და მის ოჯახს ემუქრებიან.
ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონს ისრაელში ვიზიტზე უარი უთხრა. მიზეზად, ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისრაელის პრემიერის მხრიდან საფრანგეთის პრეზიდენტისთვის წაყენებულ პირობას ასახელებს - პალესტინის სახელმწიფოს აღიარება საფრანგეთს უკან წაეღო, რასაც მაკრონი არ დათანხმდა.