19 ივნისი 2026,   07:14
ვრცლად
გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, მოკლე დროში, AfD-ის პარტიამ ექვსი პოლიტიკოსის გარდაცვალება დააფიქსირა — Welt

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში, მოკლე დროში, პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ექვსი პოლიტიკოსის გარდაცვალება დააფიქსირა, — ამის შესახებ Welt-ი წერს.

კაი გოტშალკი, რომელიც AfD-ის წევრია და პარტიას ბუნდესტაგში წარმოადგენს, გარდაცვალების საქმეების გამოძიებას მოითხოვს.

"მე ყოველთვის ვამბობ, რომ ნდობა კარგია, მაგრამ კონტროლი - უკეთესი", - აცხადებს პოლიტიკოსი.

გამოცემა Politico-ს ცნობით, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტიაა. სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გერმანიაში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, პარტია ამომრჩეველთა ხმების 26% მიიღებდა. ეს მაჩვენებელი 2%-ით მეტია გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის პარტიის "ქრისტიან - დემოკრატიული კავშირის" რეიტინგზე.

დღის ამბები