აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ ცნო. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის პრეზიდენტის სატარიფო პოლიტიკაზე, რომელიც დონალდ ტრამპმა გამოიყენა მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, მექსიკისა და კანადის მიმართ.
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სააპელაციო სასამართლო უარყოფს ტრამპის არგუმენტებს, რომ ტარიფები დაწესებულია "საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონის" ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 14 ოქტომბრამდე არ შევა, რათა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიეცეს დრო, საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებისთვის.