19 ივნისი 2026,   07:11
ვრცლად
ევროპელი ლიდერები რუსეთსა და უკრაინას შორის 40 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას განიხილავენ - POLITICO

ევროპელი ლიდერები რუსეთსა და უკრაინას შორის 40 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას განიხილავენ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხუთი ევროპელი დიპლომატის თქმით, ეს წინადადება ერთ-ერთია იმ რამდენიმეს შორის, რომელსაც სამხედრო და სამოქალაქო პირები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სცენარისთვის განიხილავენ.

როგორც POLITICO წერს, გაურკვეველია, მიიღებს თუ არა კიევი ამ გეგმას, რადგან მას, სავარაუდოდ, ტერიტორიული დათმობებიც მოჰყვება.

დღის ამბები