გაეროს შეფასებით, უკრაინაში უკვე 1 მილიონზე მეტი ნაღმი და აუფეთქებელი საბრძოლო მასალაა. ექსპერტების აზრით, ტერიტორიის მეოთხედი დანაღმულია. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ნაღმები და ჭურვები ასობით ადამიანს კლავს და გზებს, პარკებსა და ტყეებს საშიშს ხდის. სუმის რეგიონში და ქვეყნის სამხრეთით, ოჯახები სამოქალაქო გზატკეცილებზე დაიღუპნენ, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა ტერიტორიის დატოვების დროს ასაფეთქებელი მოწყობილობები დატოვეს, მათ შორის დრონების მეშვეობით.
ადგილობრივი აქტივისტები აღიარებენ, რომ ინციდენტების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ადგილობრივები სამხედროებს მათ შესახებ ხშირად არ ატყობინებენ.
Guardian-ის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ნაღმებისა და საომარი ნარჩენების შედეგად, 1000-მდე ადამიანი დაშავდა და 359 დაიღუპა, მათ შორის, სულ მცირე 18 ბავშვია.