5 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა ნიუ-იორკის გზაზე, ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად.
ავტობუსში 54 მგზავრი იმყოფებოდა. ტრანსპორტი, რომლითაც ტურისტები ნიაგარას ჩანჩქერიდან ბრუნდებოდნენ, ნიუ-იორკისკენ მიმავალ გზაზე, ჯენესის ოლქში გადაბრუნდა.
შტატის პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა და შემდეგ გადაყირავდა.
მგზავრების ნაწილი ავტობუსიდან გადმოვარდა, სხვები კი გადატრიალებულ ავტობუსში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ბლოკირებული. 24 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა, ასევე მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ვერსიები გამოირიცხა. შესაბამისად, მძღოლს ბრალდება არ წარედგინება. გამოძიება გრძელდება.