19 ივნისი 2026,   06:02
ვრცლად
ტრამპმა პუტინს მელანიასგან წერილი გადასცა

დონალდ ტრამპმა ალასკაში გამართულ სამიტზე, ვლადიმერ პუტინს მეუღლის, მელანია ტრამპისგან წერილი გადასცა, რომელზეც უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მდგომარეობა განიხილეს - ამის შესახებ, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა "როიტერს" განუცხადეს.

კიევის მთავრობის შეფასებით, 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 19 500 უკრაინელი ბავშვი დეპორტირებული, გადაყვანილი და იძულებით გადაადგილებული იქნა საკუთარი სახლებიდან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ეს საკითხი უაღრესად მგრძნობიარეა უკრაინაში, სადაც ბევრი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა დაიდოს ყველა გატაცებულის დაბრუნების შესახებ შეთანხმების გარეშე.

 

დღის ამბები