19 ივნისი 2026,   06:01
ვრცლად
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება - ერთობლივი პრესკონფერენცია მედიისთვის ჩანიშნული არ არის

პუტინი ალასკაში მიემგზავრება, კრემლის ლიდერი ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრამდე მაგადანში ჩავიდა, სადაც თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში მისი ვიზიტია დაგეგმილი.

პარალელურად, რუსეთის დელეგაცია უკვე ალასკაშია, ჯგუფის მონაწილეებს შორის არიან რუსეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები.

რუსეთის პრეზიდენტი ალასკაში თბილისის დროით შუაღამისას ჩავა, ტრამპთან შეხვედრა ჩასვლიდან ნახევარ საათში დაიწყება.

გაკეთდება კომენტარები მედიისთვის, შემდეგ კი წარიმართება მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა, როგორც პირისპირ, ისე დელეგაციებს შორის. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს, სავარაუდოდ სატელეფონო საუბრით მიაწვდის.

პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენცია დაგეგმილი არ არის. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გაიმართება.

დღის ამბები