ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთმა ომი მოიგო. როგორც უნგრეთის პრემიერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ახლა ერთადერთი კითხვაა: "როდის და რა გარემოებაში აღიარებს ამას დასავლეთი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერია და რა იქნება შედეგი".
ორბანის განცხადებით, ევროპამ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხელიდან გაუშვა და არსებობს რისკი, რომ ევროპის ქვეყნების მომავალი მათი მონაწილეობის გარეშე გადაწყდეს.