"დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ისეთი მიდგომა იქნება წარმატებული, რომელიც აერთიანებს აქტიურ დიპლომატიას, უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლას უკანონო ომის დასასრულებლად. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ საქმეს დიპლომატიურად, ასევე უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შენარჩუნებით, მათ შორის "მსურველთა კოალიციის" მუშაობით და რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების შენარჩუნებითა და დაკისრებით. ვიზიარებთ იმ რწმენას, რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესები. ჩვენ ვეთანხმებით, რომ ეს სასიცოცხლო ინტერესები მოიცავს ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებას, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინას აქვს საკუთარი ბედის არჩევის თავისუფლება. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შეიძლება, მოხდეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში.
ჩვენ ერთგულნი ვრჩებით იმ პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. მიმდინარე შეხების ხაზი უნდა იყოს მოლაპარაკებების საწყისი წერტილი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრა წარმოადგენს გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, ბუდაპეშტის მემორანდუმის და რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების აშკარა დარღვევას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ, როგორც ევროპელები, გაერთიანებულები ვართ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ინტერესები.
გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას პრეზიდენტ ტრამპთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხალხთან უკრაინაში მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს ჩვენთვის სასიცოცხლოდ საჭირო უსაფრთხოების ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.