შვედეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
საჯარო მოხელის (პოლიციელი, მასწავლებელი, ექიმი და სხვ.) სიტყვიერი ან სხვაგვარი შეურაცხყოფა ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე პატიმრობით.
კანონის მიღების მიზეზი გახდა ბოლო პერიოდში გახშირებული თავდასხმები საჯარო მოხელეებზე, განსაკუთრებით პოლიციელებსა და მასწავლებლებზე.
პირველივე თვეში უკვე 170-ზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა.