რომმა საბოლოოდ დაამტკიცა 15.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდის მშენებლობას.
ხიდი სიცილიის კუნძულს კალაბრიის რეგიონთან, იტალიის "ჩექმის" წვერთან დააკავშირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დიზაინერების თქმით, ხიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სეისმურად აქტიურ ზონაში უნდა აშენდეს, მიწისძვრებს გაუძლებს.
როგორც BBC წერს, ეს იტალიის ხელისუფლების ბოლო მცდელობაა მესინას ხიდის პროექტის დასაწყებად. ბოლო წლებში, იყო რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ისინი შეჩერდა ხარჯების, გარემოზე ზიანის, უსაფრთხოების ან მაფიის შესაძლო ჩარევის შესახებ შეშფოთების გამო.
პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აღიარა, რომ ბოლო პროექტი რთული იყო.