19 ივნისი 2026,   07:11
ვრცლად
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქვეყნები, რომლებიც აკრიტიკებენ ინდოეთს, თავად აწარმოებენ ვაჭრობას რუსეთთან

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნები, რომლებიც აკრიტიკებენ ინდოეთს, თავად აწარმოებენ ვაჭრობას რუსეთთან.

"აშშ კვლავ აგრძელებს რუსეთიდან ურანის ჰექსაფტორიდის იმპორტს ბირთვული ინდუსტრიისთვის, პალადიუმის - ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის, ასევე სასუქებისა და ქიმიკატების იმპორტს. ინდოეთი შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის კრიტიკის ობიექტი გახდა უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის გამო. სინამდვილეში, ინდოეთმა რუსეთიდან იმპორტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ ტრადიციული მომწოდებლების რესურსები ევროპისკენ გადამისამართდა. ამ პერიოდში შეერთებული შტატები აქტიურად უჭერდა მხარს ინდოეთის მიერ ამგვარ იმპორტს, გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია ინდოეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

იქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი არა მხოლოდ ყიდულობს დიდი რაოდენობით რუსულ ნავთობს, არამედ ამ ნავთობის დიდ ნაწილს ღია ბაზარზეც ყიდის და სოლიდურ მოგებას ნახულობს.

დღის ამბები