30 აგვისტო 2026,   10:53
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის სხდომა - დეპუტატებმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მოუსმინეს

საგამოძიებო კომისიის სხდომა - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე 2009 წლის 15 ივნისს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განვითარებულ მოვლენებს აღწერს. ზურაბ აბაშიძე ერთ-ერთი იყო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს შორის, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდა. ზურაბ აბაშიძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას დეტალურად მოუყვა იმ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენა.

ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. დეპუტატები დაინტერესდნენ, რა გამოხმაურებები მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორებს მხრიდან 15 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ მშვიდობიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციას. 

დაჩი ცაგურია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების სამიზნე მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე ჯერ კიდევ 2001 წლიდან გახდა. ის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ციხეში 34-ჯერ გაუშვეს.

საგამოძიებო კომისიის წევრებს დეტალურად უამბო, თუ როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად დედამისს დიღმის სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ.

კიდევ ერთი პირი, ვინც 2009 წლის ივნისის მოვლენების შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა, მერაბ ჭიქაშვილია. მან დეპუტატებს ძალოვანი უწყების იმ პირების სახელები და გვარები დაუსახელა, ვინც აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ.

დღეს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 38-ე სხდომა ჩაატარა.

დღის ამბები