08 სექტემბერი 2026,   07:59
ვრცლად
ყაზბეგი დღეს ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს "ყაზბეგობას" უმასპინძლებს

ყაზბეგი დღეს ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს "ყაზბეგობას" უმასპინძლებს. სტეფანწმინდის სპორტულ მოედანზე, 13:00 საათიდან მისულ სტუმრებს სამეწარმეო მარკეტებისათვის განკუთვნილი, საბავშვო-გასართობი და საგამოფენო სივრცეები დახვდებათ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით, საპატიო მოხევის სტატუსით ოთხი ადგილობრივი დაჯილდოვდება, 18:00 საათზე კი ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით გალა კონცერტი ჩატარდება, სადაც საქართველოს კულტურის პალატისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი მუსიკალური კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი სამი ახალი ქართული სიმღერა გაჟღერდება ყაზბეგზე.

გალა კონცერტს DJ გიგა პაპასკირი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

დღის ამბები