08 სექტემბერი 2026,   00:39
ვრცლად
“ელისო ბოლქვაძის ტრიუმფი იტალიაში” - პიანისტმა ვენეციის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ტოლმეცოს საერთაშორისო ფესტივალი გახსნა

“ელისო ბოლქვაძის ტრიუმფი იტალიაში” - ცნობილმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის ელჩმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ელისო ბოლქვაძემ, იტალიაში, ვენეციის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ტოლმეცოს საერთაშორისო ფესტივალი გახსნა.

ფესტივალზე, ელისო ბოლქვაძემ შეასრულა ბეთჰოვენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი მაესტრო ფლორიან კრუმპოკის დირიჟორობით.

კონცერტი, პირდაპირ ეთერში იტალიის სახელმწიფო რადიოს Radio RAI-1-ის მიერ გადაიცა.

ქართველი არტისტის საოცარ შესრულებას, იტალიელი მსმენელი აღფრთოვანებით უკრავდა ტაშს.

დღის ამბები