ომი გრძელდება უკრაინაში - რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 809-ე დღეს 155 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა 13 სარაკეტო და 118 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
უკრაინული მედიის ცნობით, გასულ დღეს რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაიღუპა ერთი ადამიანი. თავდასხმების შედეგად, დაშავდნენ მოქალაქეები.
ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხერსონის ოლქზეც. შეტაკებები 5 სოფელში მიმდინარეობს.
"დღეს ჩვენი ყურადღება მიმართულია რეგიონებზე, სადაც რუსეთის თავდასხმების რისკი ყველაზე დიდია. ჩვენი თავდაცვითი ოპერაციები გრძელდება ხარკოვის რეგიონში.
საზღვრისპირა სოფლებში ჩვენი ჯარები, უკვე მეორე დღეა, ახორციელებენ კონტრშეტევას და იცავენ უკრაინის ტერიტორიას. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება რჩება დონეცკის რეგიონში, კერძოდ, პოკროვსკის მიმართულებით. აქ ყოველდღიურად 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება ხდება," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.