თბილისის მერმა გრიშაშვილის ქუჩის 23 ნომერში, ახლად მოწყობილი გრუნტის დამჭერი კედელი და მოსასვენებელი სივრცე დაათვალიერა. კახა კალაძემ კრწანისის გამგებელთან ერთად, გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.
ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის მნიშვნელობასაც.