06 ოქტომბერი 2026,   08:05
ვრცლად
ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემოტანის წარუმატებელი მცდელობა - დაწყებულია გამოძიება 

ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - ჰეროინის შემოტანის წარუმატებელი მცდელობა - "კურიერის" ინფორმაციით, ნარკოტიკები ფოთის პორტში, მეექვსე ნავ-მისადგომზე ერთ-ერთი სატვირთოს მისაბმელში სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება, ინფორმაცია "კურიერს" ადგილზე დაუდასტურეს.

ჟურნალისტი ტერიტორიაზე არ შეუშვეს, თუმცა ობიექტივში მოხვდა ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება. 


 

დღის ამბები