25 მარტი 2023,   05:12
ვრცლად
სავარაუდო მსხვერპლის უფლებები იზრდება - ცვლილება დაზარალებულის სტატუსის მინიჭებამდე მოქალაქეს საქმის მასალებზე წვდომის უფლებას აძლევს

სავარაუდო მსხვერპლის უფლებები იზრდება - ცვლილება, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამოქმედდა, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებამდე მოქალაქეს საქმის მასალებზე წვდომის უფლებას აძლევს. დოკუმენტი კოკა კაციტაძის ინიციატივით, ევროსასამართლოს რეკომენდაციის გათვალისწინებით შეიქმნა.

უფლებები ეზრდება ყველას, ვინც სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შესაძლო მსხვერპლია და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განცხადებით მიმართავს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირველი სამართალდამცავი უწყებაა, სადაც სავარაუდო მსხვერპლნი გაზრდილი უფლებით ისარგებლებენ. სხვა საგამოძიებო უწყებებში საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მოქალაქეებს მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ ეძლევათ. გადაწყვეტილებას მიესალმებიან პრაქტიკოსი ადვოკატები.

კოკა კაციტაძის უწყებამ ახალ დოკუმენტზე მუშაობის დროს ევროსასამართლოს რეკომენდაციასთან ერთად, არასამთავრობო სექტორის რჩევებიც გაითვალისწინა. უფლებადამცველი ორგანიზაციები ცვლილებას უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებად აფასებენ და სამუშაო პროცესს აკვირდებიან.

სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გაზრდილი უფლებით, ამ დრომდე 59-მა სავარაუდო მსხვერპლმა ისარგებლა.

დღის ამბები