საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალდანიშნული დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი განცხადებით, მთავარი მიზანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაძლიერებაა, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, როგორც კომერციულად მომგებიან ბიზნესს და მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელსაც დიდი პოტენციალი და მომავალი გააჩნია. თანამშრომლებთან ერთად ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის აეროპორტში მოქმედი მსხვილი ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.