პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, წალკის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებისთვის სამზადისი წალკის ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან აქტიურად დაიწყო და ორი საათიდან მთელი დღის განმავლობაში ყველა თაობის ადამიანისთვის გათვლილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიება ორკესტრის მსვლელობით დაიწყება. ასევე მოეწყობა საშობაო ბაზრობა და საბავშვო სივრცე, საღამო კი კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.