კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსის "იდეა დრომის" გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.
რჩეულმა მედიალაბისგან ფულად ჯილდოსთან ერთად, გლობალურ ასპარეზზე გასასვლელად ცოდნა და გამოცდილება მიიღო.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილე სტარტაპ გუნდებმა ერთკვირიანი გადამზადება გაიარეს და გამოცდილ მენტორებთან ერთად საკუთარი იდეების განვითარებაზე იმუშავეს. კონკურსი "იდეა დრომი" უკვე მეხუთედ ჩაატარა. კონკურსის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.