07 ოქტომბერი 2026,   09:59
ვრცლად
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს და კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორს მოუსმინე 

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს და კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორს, მოუსმინეს. შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს კონტრტერორისტული საქმიანობა და ნაბიჯების გაცნობა იყო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დასაცავად იდგმება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯი აქვს გადადგმული, რაც ჩვენ ქვეყანას, გლობალურ კონტრტერორისტულ ძალისხმევაში, განსაკუთრებულ როლს ანიჭებს. 

“ჩვენს ქვეყანას აქვს ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ძალიან ეფექტიანი, მყარი როგორც სამართლებრივი ასევე ინსტიტუციური მექანიზმები. გადადგმული აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯი, რაც ჩვენს ქვეყანას აძლევს ძალიან დიდ მნიშვნელობას და განსაკუთრებულ როლს გლობალურ კონტრტერორისტულ ძალისხმევაში,"-  აცხადებს ირაკლი ბერაია.

 

 

დღის ამბები