29 წლის გიორგი წოწორიას მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მეზობლების ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა.
შემთხვევა გუშინ თბილისში, პეტრიწის ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი წოწერიას მეზობელმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, მათ შორის ყელის არეში და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება გახდა. "კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილი პორტუგალიაში ცხოვრობდა და ის სამშობლოში დაახლოებით 1 თვის წინ დაბრუნდა.