ხაშური, ზესტაფონი და სამტრედია - იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურული განვითარება და მშენებლობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. 2023 წელს ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ იუსტიციის სახლის 470-ზე მეტი სერვისი, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში მიიღონ.
ახალი ფილიალები, მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გარდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა დაადგილობრივი კადრების კარიერული განვითარების შესაძლებლობასაც ქმნის. მშენებლობების დასრულებისთანავე სამივე ქალაქში 55-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმდება.