საფეხმავლოს ნაცვლად საავტომობილო ხიდი - წალენჯიხაში სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის მოწყობა დასრულდა. შედეგად, მაზანდარას უბანში მცხოვრები 10 ოჯახი გარესამყაროსთან დაკავშირებას შეუფერხებლად შეძლებს.
საფეხმავლოს ნაცვლად საავტომობილო ხიდის გაკეთების პირობა ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად, დაახლოებით, ერთი თვის წინ მისცა.