კოლეგებმა და ახლობლებმა მიშა გომიაშვილი გაიხსენეს. თუმანიშვილის თეატრში არსებულ საგამოფენო სივრცე "ზაზანოვა" მსახიობისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო. ღონისძიებას მიშა გომიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.
საღამოზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ მსახიობზე, გაეხსენებინათ მისი საუკეთესო როლები. მოეწყო გომიაშვილის ფილმის, "კახეთის მატარებლის" ჩვენება, სადაც მსახიობმა მესტიის კინოფესტივალის ჯილდო მიიღო.