უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი, ხოლო ბაგების დასახლების მხარეს სრულდება გზაგამტარის მშენებლობა.
სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოინახულა.
მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მოწყობა, ასევე, ბაგების მხარეს გზაგამტარის ფილის არმირება, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. სახიდე გადასასვლელის სიგრძე, ჯამში, 532 მეტრს შეადგენს.
პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარს შეადგენს. ხიდის მშენებლობა 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება.