ორწლიანი პაუზის შემდეგ, პროექტი "ჩვენი ჯარი" განახლდა. სამხედრო მოსამსახურეები პირველად აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თემატური პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, მიზნად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.