07 ოქტომბერი 2026,   08:07
ვრცლად
გორის თეატრში სპექტაკლი "განდეგილი" წარმოადგინეს 

თელავის შემდეგ გორი - ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად მაყურებლის წინაშე ამჯერად გორში, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში წარსდგა.

წარმოდგენილი იყო გოგი თავაძის სპექტაკლი "განდეგილი", რომელიც კულტურის სამინისტრომ დააფინანსა. მისი ჩვენება იგეგმება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

თბილისელი მაყურებელი კი "განდეგილს" რუსთაველის თეატრში 26-ს ოქტომბერს ნახავს. წარმოდგენას გორში თეა წულუკიანი დაესწრო.

 

 

დღის ამბები