"ღვინის დღეები საქართველოში" ფესტივალი დღეს გორსა და რაჭაში გრძელდება. სამზადისი უკვე დაწყებულია, მეწარმეებისთვის დახლები უკვე მზად არის.
ღვინის დეგუსტაციისთვის სტუმრები უკვე ადგილზე იმყოფებიან. მთელი დღის განმავლობაში იქნება მოწყობილი სტენდები, იქნება მრავალფეროვანი პროგრამა ვორკშოფები და გამოფენები სტუმრებისთვის. ფესტივალი თბილისსა და რეგიონებში პრემიერის ინიციატივით წელს პირველად იმართება.
"აღნიშნული ფესტივალი ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან აქ მოწმედ მეღვინეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი ნაწარმი გააცნონ, როგორც ადგილობრივებს ისე ტურისტებს. ასევე შესაძლებლობა მიეცემათ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი,"-აცხადებს რაჭა- ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.