საქართველოს რკინიგზა 150 წლისაა. პირველი მატარებელი ფოთიდან თბილისისკენ 1872 წლის 10 ოქტომბერს დაიძრა.
დღევანდელი დღე მთავრობის განკარგულებით, რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 100-ზე მეტ თანამშრომელს, სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებს. მათ შორის არიან საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები და სხვადასხვა სპეციფიური სარკინიგზო პროფესიის მქონე პირები.