ვანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია -ცეცხლი რვასართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა.
მეხანძრე მაშველებმა სახლში მყოფი ქალის გამოყვანა დროულად მოახერხეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.