ღვინის ფესტივალის ორგანიზატორებს მასშტაბური გეგმები აქვთ თბილისში. დაახლოებით სამ საათში ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნება, ალექსანდრეს ბაღში უკვე მზად არის სივრცე, სადაც ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის გარდა, წარმოდგენილი იქნება კულინარიული სივრცეები, იქნება დეგუსტაცია და გასართობი ღონისძიებები, მათ შორის იქნება მუსიკალური ნომრები.
"თბილისის ღონისძიება არის ერთ-ერთი ნაწილი საერთო ფესტივალის "ღვინის დღეები" საქართველოში, რომელიც დღეს იწყება და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მაშტაბით გაიმართება.აქ მოსულ სტუმრებს დახვდებათ 50-მდე ღვინის მცირე საოჯახო მარანი და ღვინის კომპანიები,"-აცხადებს ფესტივალის ორგანიზატორი დეა ავალიანი.