გაძვირებული მშენებლობის ფონზე, თბილისში აგვისტოში უძრავი ქონების ფასი წლიურად 26.5%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი 999 დოლარი გახდა. ინფორმაციას TBC Capital-ის ავრცელებს.
უბნების მიხედვით უძრავი ქონება წლიურად ყველაზე მეტად 31%-ით საბურთალოზე გაძვირდა, მეორე ადგილზეა გლდანი 30%-იანი ზრდით. წლიურად 79%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 8%-ით გაიზარდა გასაქირავებელი ბინის ფასიც.
ბაზარზე არ გამორიცხავენ, რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ, საქართველოში მიგრანტების ახალი ნაკადი და ფასების კიდევ უფრო გაზრდა გამოიწვიოს.