



თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისის" მიერ ორგანიზებული სამხედრო სალაშქრო კურსი დასასრულს უახლოვდება.
სწავლებაში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. მათ მომზადება საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის პალდოს სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს.
მსმენელებმა შეისწავლეს ტოპოგრაფიის საფუძვლები, ცეცხლსასროლი იარაღის ამოცნობა და დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.