03 თებერვალი 2023,   18:34
ვრცლად
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს

ზაფხულის სერიების ბოლო მატჩში ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრებს ქუთაისში, „აია არენაზე“ უმასპინძლეს და ანგარიშით 23:14 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 9:6 დასრულდა. 3 ჯარიმა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა.

მეორე ნახევარში კი, სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მირიან მოდებაძისა და დავით ნინიაშვილის ლელოებისა და ზუსტი გადასახვების მეშვეობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა

საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან 24 მატჩი გვაქვს ჩატარებული, აქედან 17-ში ქართველმა მორაგბეებმა გაიმარჯვეს. სამჯერ ფრედ ითამაშეს, ოთხჯერ კი პორტუგალიელებთან დამარცხდნენ.

ბორჯაღალოსნების მიერ პორტუგალიასთან მიღწეულ წარმატებას გამოეხმაურა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა სტაბილურობა შეინარჩუნოს და მომავალი წარმატებებიც აუცილებლად იქნება:

"პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყანას სარაგბო ზეიმს, რომელიც ქუთაისში შედგა. რა თქმა უნდა ალბათ წლები დაგვჭირდება ისეთი ემოციების მისაღებად, რაც იტალიასთან მივიღეთ, მაგრამ ვპირდები მოსახლეობას, რომ ბევრი წლები არ იქნება. უბრალოდ ჩვენ თანაბრად უნდა მივყვეთ განვითარებას და ვაჩვენოთ სტაბილური თამაში. ძალიან კარგი თამაში იყო, სხვაობაც კარგი დამთავრდა. პორტუგალიამ 7 ქულით წააგო იტალიასთან ისიც ბოლო წუთზე დაუდეს მათ. პორტუგალია რთული გუნდია," - განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

დღის ამბები