05 ივლისი 2022,   23:41
ვრცლად
"ნომერი 26" - რეჟისორ გვანცა მეფარიშვილის პანდემიაში შექმნილმა ფილმმა არაერთი ფესტივალი მოიარა და ბევრი წარმატებაც მოიპოვა

ბაკურიანის სპორტსკოლიდან გაუჩინარებული გოგონა ნომრით 26. ფურცელზე დაწერილი ამბავი, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს რეჟისორმა გვანცა მეფარიშვილმა კინოფირზეც აღბეჭდა.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით "ნომერი 26" პირველად შვედეთში აჩვენეს, პრემიერის შემდეგ კი არაერთი დასავლური და აღმოსავლური ქვეყნების ფესტივალები მოიარა.

ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე დამწყებმა მუსიკოსმა იზრუნა. მსახიობთა ჩამონათვალში კი პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ახალბედებსაც მიეცათ შანსი. სურათის საერთაშორისო კინოგაქირავებაზე ეროვნულმა კინოცენტრმა იზრუნა.

დღის ამბები