ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილი ორი უბანი გადათვალა თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიამ. უნდობლობის გამო, პროცესში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ." მთლიანობაში, ხმების განმეორებით დათვლა მშვიდად ჩატარდა.
ერთ-ერთი უბნის ხელმეორედ დათვლისას, ორივე კანდიდატის მხრიდან, ნამდვილებში მიჩნეული თითო ბიულეტენი, კომისიის გადაწყვეტილები, ბათილებში ჩაითვალა - ცვლილებას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.