09 დეკემბერი 2021,   02:54
ვრცლად
შსს-მ ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.

მას ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, რისი გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

დღის ამბები