21 ოქტომბერი 2021,   06:55
ვრცლად
ირაკლი ბაღდავაძემ და გიგა ლემონჯავამ თბილისის მერიის და "თბილსერვისის" წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

"თბილსერვისიდან“ გათავისუფლებულმა ირაკლი ბაღდავაძემ და პარტია "დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიგა ლემონჯავამ თბილისის მერიის და "თბილსერვისის" წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ბაღდავაძე ახლა სამსახურში დაბრუნებას და გაცდენილი დღეების ფულად ანაზღაურებას ითხოვს. იურისტი ამტკიცებს, რომ ბაღდავაძის გათავისუფლება უკანონო ბრძანების საფუძველზე მოხდა და ისინი დავის გაგრძელებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აანონსებენ.

დღის ამბები