19 ოქტომბერი 2021,   22:20
ვრცლად
დატბორილი სახლები, დახოცილი შინაური ფრინველი და განადგურებული მოსავალი - ვითარება სოფელ ონტოფოში

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, წყალი ერთ-ერთ ოჯახში საცხოვრებელ სახლშიც შევიდა, ასევე, დაიხოცა შინაური ფრინველი და განადგურდა მოსავლის ნაწილი.

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნოღელა კალაპოტიდან გადმოვიდა, თუმცა ადგილობრივების მდინარის ადიდებასთან ერთად წყალდიდობას სანიაღვრე არხების გაუმართაობასაც უკავშირებენ.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლებიც და მერიის შესაბამისი სამსახურები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსახლეობას ზარალი დათვლის შემდეგ აუნაზღაურდება.

დღის ამბები