18 ოქტომბერი 2021,   11:32
ვრცლად
არჩილ ჩიქოვანი - 54.1%, გიორგი კირთაძე 30.6% - "ქართული ოცნების" სოციოლოგიური კვლევის შედეგები ბათუმში

"ქართული ოცნების" სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - არჩილ ჩიქოვანი - 54.1%.

"ნაციონალური მოძრაობა" - გიორგი კირთაძე 30.6%.

პარტია "საქართველოსთვის" - ირაკლი მიქელაძე - 4.6%.

"გირჩი - მეტი თავისუფლება" - გიორგი ფუტკარაძე - 2.15

"პატრიოტთა ალიანსი" - ბონდო გუგულაძე - 1.9%.

კახაბერ ცისკარიძე - დამოუკიდებელი კანდიდატი - 1.2%

სხვა კანდიდატები - 5.5%.

საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი  2 690 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 87.9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.

დღის ამბები