19 ოქტომბერი 2021,   23:03
ვრცლად
სამხედროებმა უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღე აღნიშნეს

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილესთან დაკავშირებით დღეს რეკრუტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

სამხედროები, რომლებმაც ფიცი დადეს, საკონტრაქტო სამსახურს თავდაცვის ძალების სხვადასხვა დანაყოფებში გააგრძელებენ.

დღესვე გაიხსნა ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალი. მათ ხსოვნას სამხედროებმა პატივი მიაგეს. საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისთვის, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეც დაჯილდოვდა.

დღის ამბები