18 ოქტომბერი 2021,   11:18
ვრცლად
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კოვიდინფიცირებული 8 წლის ბავშვი მოათავსეს, რომელსაც ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება აღენიშნება

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს. მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ გასული 10 დღის განმავლობაში ციციშვილის კლინიკაში მომართვიანობა შემცირებული იყო. კლინიკაში ამჟამად 119 კოვიდპაციენტია მოთავსებული.

როგორც მაია ჩხაიძემ განაცხადა, კლინიკაში გუშინ 8 წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელსაც ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება აღენიშნება.

"წინა 10 დღის განმავლობაში მომართვიანობა შემცირებული იყო. ამჟამად არის 119 პაციენტი.

გუშინ გადმოიყვანეს ერთ-ერთი კლინიკიდან კიდევ მძიმე ბავშვი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება. 8 წლის არის ეს ბავშვი.

რეანიმაციაში ამ წუთში 4 ადგილია, დანარჩენი დაკავებულია. 21 პაციენტი წევს," - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 1 501 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულების რაოდენობა გუშინ დაახლოებით 2 000 იყო. დადებითი ტენდენციაა გამოჯანმრთელების კუთხითაც, თუმცა კვლავ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი. გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდს 43 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები