19 სექტემბერი 2021,   11:20
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო - აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ ნახონ შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო. შედეგების გაგება აბიტურიენტებს როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების პასუხები გამოქვეყნდება. 

"დღეიდან იწყება შედეგების გამოცხადება. პირველად ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოქვეყნდება შედეგები და შემდეგ დღეებში, ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა საგნებში შედეგების გამოქვეყნება,"-განაცხადა სოფიო გორგოძემ. 

ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

დღის ამბები