19 სექტემბერი 2021,   07:02
ვრცლად
აბიტურიენტი მასწავლებელს სექსუალური სახის ქმედებაში ადანაშაულებს - ჩოხატაურში შემთხვევა, სავარაუდოდ, სკოლაში მოხდა

სექსუალური სახის დანაშაული ჩოხატაურში - აბიტურიენტი პედაგოგს სექსუალური სახის ქმედებაში ადანაშაულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაურის ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელი, 64 წლის მამაკაცი ამავე სკოლის კურსდამთავრებულს, 18 წლის გოგონას გამოცდისთვის ამზადებდა. შემთხვევაც, სავარაუდოდ, ამ დროს, სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში მოხდა. 

სკოლის დირექტორის განცხადებით, მან აღნიშნულის შესახებ თავად ყოფილი მოსწავლის დედისგან გაიგო. 
სკოლაში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებული არ არის და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138- ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები