19 ივნისი 2026,   02:49
ვრცლად
რუსთავში მამაკაცი მოკლეს - დაჭრილია კიდევ ერთი პირი

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რაც მსხვერპლით დასრულდა.

მამაკაცი, რომელსაც ცივი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა, დაჭრილი მეორე პირი კი კლინიკა "რუსთავშია" გადაყვანილი.

სისხლიანი გარჩევა რუსთავში ​გამთენიისას მოხდა. "რუსთავი 2" საქმის დეტალებს შსს-ში არკვევს. 

დღის ამბები