24 ნოემბერი 2020,   22:48
ვრცლად
ბათუმში ცენტრალური სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში ცენტრალური სტადიონი ოფიციალურად გახსნილია. უეფას სტანდარტის მეოთხე კატეგორიის სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი. მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო და პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 150 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, აჭარის მთავრობისა და საფეხბურთო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ბათუმელი გულშემატკივარი სტადიონს 14 წელი ელოდა და მნიშვნელობა არ აქვს რა თანხა დაიხარჯა მშენებლობისთვის, მთავარია სპორტსმენებისა და ქომაგების მოლოდინი გამართლდა.

"ეს სტადიონი უნდა გახსნილიყო სულ სხვა გარემოში, ბევრად უფრო საზეიმო გარემოში, სავსე ტრიბუნებით. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვახერხეთ. ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ჩვენ სპორტსმენებს ეს სტადიონი გამზადებული უკვე სჭირდებათ, რა თქმა უნდა ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა აქ ვარჯიშის, პროფესიონალიზმის განვითარების, რომ ჩვენ ქვეყანას მოუტანონ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები